პედრი
Aa
Aa

ჩავი: “პედრი მუნდიალზე უჩვეულო სიმწიფეს ავლენს“

მსოფლიო ფეხბურთში ორი წელია „ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი კაშკაშებს. 20 წლის ფეხბურთელი ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით კიდევ უფრო დაიხვეწა და დღეს „ბლაუგრანას“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.

პედრის განვითარებაზე და წარმატებაზე სწორედ ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა და ახსნა, თუ რისი შედეგია ეს ყველაფერი.

ჩავი:

„მას აქვს ყველა ის უნარი, რომელიც ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს. მას ასევე ძალიან დიდი ნიჭი აქვს. თავგანწირვით თამაშობს, არ თაკილობს დაცვითი ფუნქციების შეთავსებას, შეუძლია ზედიზედ 3 მატჩი ერთ დონეზე ჩაატაროს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სხვა გუნდებთან განსხვავება შექმნას.

პედრის სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 20 წელი. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მუნდიალზე უჩვეულო სიმწიფეს ავლენს. მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. პედრის ნებისმიერ მატჩში შეუძლია ცვლილების შეტანა. მისი სახით ესპანურმა ფეხბურთმა უდიდესი ნახევარმცველი შეიძინა."

შეგახსენებთ, რომ პედრი „ბარსელონამ“ 2020 წელს „ლას პალმასიდან“ შეიძინა. 2020 წლიდან დღემდე, ახალგაზრდა ნახევარმცველმა კატალონიური გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 93-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კამერუნელ ფეხბურთელს ბუცებზე რუსეთის დროშა ჰქონდა - ფიფა პრობლემას ვერ ხედავს
კამერუნელ ფეხბურთელს ბუცებზე რუსეთის დროშა ჰქონდა - ფიფა პრობლემას ვერ ხედავს