რეალი, ბაიერნი, ტონი კროოსი
Aa
Aa

ბაიერნს კროოსი მოუნდა და მტკიცე უარიც მიიღო

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტონი კროოსს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი ეწურება. გერმანელი ნახევარმცველი კარიერის დასრულებას გეგმავს, მაგრამ „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობას ეს არ სურს და გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობს, რაზეც ჯერჯერობით ტონი უარზეა.

ეს სიტუაცია კარგად ესმის მიუნხენის „ბაიერნს“. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, გერმანულმა გიგანტმა თავის ყოფილ ფეხბურთელს უკან დაბრუნება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

„რეკორდმაისტერში“ თვლიან, რომ ნახევარდაცვაში გაძლიერება სჭირდებათ და კროოსი ამის შესანიშნავი ვარიანტია. წყაროს ცნობით, „ბაიერნი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ, როგორც მინიმუმ 1 წლით 32 წლის ნახევარმცველი გადაიბიროს.

GOAL-მა სიტუაციის ანალიზი შეისწავლა და ტრანსფერი გამორიცხა. სხვადასხვა ინტერვიუებში კროოსმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ კარიერის დასრულება „ბლანკოსში“ სურს. GOAL-ს კარგად ესმის, რომ გერმანელი ნახევარმცველი მეტად პრინციპული ადამიანია და თავის სიტყვას შეასრულებს. არსებობს ერთადერთი შანსი მხოლოდ და ეს ერთადერთი შანსი მადრიდის „რეალში“ ხელშეკრულების გახანგრძლივებაა. კროოსი „ბაიერნში“ არ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ტონი მიუნხენურ კლუბში 2007 წლიდან 2014 წლის ჩათვლით თამაშობდა. კლუბი კი არასახარბიელო ანაზღაურების გამო დატოვა. კროოსმა ხელფასის მომატება მოითხოვა, მაგრამ ეს სურვილი მას არ დაუკმაყოფილეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ერის სიმძიმე მის ზურგზე“ - უცხოური მედიის გამოხმაურება მესის გოლზე
“ერის სიმძიმე მის ზურგზე“ - უცხოური მედიის გამოხმაურება მესის გოლზე