დემბელემ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი უსმან დემბელე გახლავთ.
"დორტმუნდის" 20 წლის ფრანგმა შემტევმა, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით FourFourTwo-სთან ისაუბრა.
"თუ სიმართლე გაინტერესებთ, ჭორებით არ ვინტერესდები. მე, მომწონს "დორტმუნდი". აქ გადმოსვლის წინ, კარგად დავფიქრდი და გადაწყვეტილება ისე მივიღე. ჩემს არჩევანს არ ვნანობ". - განაცხადა დემბელემ.
ფრანგ ფეხბურთელს, პიერ ემერიკ ობამეინაგის შესახებაც ჰკითხეს.
"ბედნიერი ვარ, რომ ობამეინაგი გუნდში რჩება. ის ჩემთვის ძმასავითაა".
შეგახსენებთ, რომ დემბელეს შეძენის სურვილს "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" გამოთქვამდნენ.