ლიონელ მესი, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

მესი: „ჩვენთვის ნამდვილი მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო“

კატარი 2022-ზე C ჯგუფის მეორე ტურში არგენტინამ მექსიკა 2:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში მექსიკამ აქტიურად ითამაშა, მეტოქის ნახევარზე პრესინგს ხშირად მიმართავდა, არგენტინელებს შეტევების განვითარება არ გამოსდიოდათ, თუმცა შესვენების შემდეგ სკალონის გუნდმა თამაშის ხარისხი გამოასწორა. 64-ე წუთზე ლეო მესიმ ანგარიში იდეალურად ზუსტი დარტყმით გახსნა. ეს მომენტი შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ ლეო მესიმ მედიასთან საუბარში განაცხადა:

„ეს ძალიან რთული თამაში იყო, რადგან მექსიკამ ძალიან კარგად ითამაშა, მექსიკელებს ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ და მათ შეუძლიათ ბურთის კონტროლი.

როგორც მეორე ტაიმში ვითამაშეთ, ასეთი ინტენსიურობით პირველ ნახევარშიც უნდა გვეთამაშა. მეორე ტაიმში დავმშვიდდით და მეტოქის კარამდე ბურთის კონტროლი დავიწყეთ. ჩვენ უნდა მოგვეგო, რომ თავი კომფორტულად გვეგრძნო.

დღეს ჩვენთვის ნამდვილი მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. დავბრუნდით იქ, რასაც რეალურად წარმოვადგენთ.

შემდეგი მატჩი ფინალის ტოლფასია, შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“.

C ჯგუფში პოლონეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, არგენტინისა და საუდის არაბეთის ანგარიშზე 3-3 ქულაა, მექსიკა 1 ქულით აუტსაიდერია.

მესამე ტურში პოლონეთი არგენტინას შეხვდება, საუდის არაბეთი კი - მექსიკას. ორივე შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესიმ მარადონას რეკორდი გაიმეორა - ენცოს სუპერგოლი და არგენტინის გამარჯვება
მესიმ მარადონას რეკორდი გაიმეორა - ენცოს სუპერგოლი და არგენტინის გამარჯვება