მკაფიოდ, გარკვევით და მკაცრად - ბართომეუმ ნეიმარზე ისაუბრა
Aa
Aa

მკაფიოდ, გარკვევით და მკაცრად - ბართომეუმ ნეიმარზე ისაუბრა

ზაფხულის მთავარი სატრანსფერო საგა ფინიშს უახლოვდება.

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ, ნეიმარის ტრანსფერზე ოფიციალური კომენტარი გააკეთა, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მკაცრი იყო.

"ჩვენ სურვილია, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" დარჩეს, მაგრამ მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაა მითითებული. ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია. ჩვენ არაფერი განგვიხილავს. როდესაც ესპანეთში დავბრუნდებით, ყველანი ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ", - ამბობს ბართომეუ.

"იმ ფულს, რომელსაც ნეიმარის გაყიდვიდან მივიღებთ, გუნდის შემადგენლობის გაძლეირებას მოვახმართ. "პსჟ"? პარიზელებს გამოსასყიდი თანხის ბოლო ცენტამდე გადახდა მოუწევთ". - ავრცელებს ბართომეუს სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 222 მილიონ ევროს შეადგენს. თავდაპირველად პარიზელები მის გადახდას გეგმავდნენ, თუმცა FIFA-ს ფეარ-პლეის წესების დარღვევის შიშით, ფრანგებმა კატალონიელებთან ვაჭრობა დაიწყეს და მოლაპარაკებები დღემდე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები