მორიგი 0:0 - ინგლისმა და აშშ-მ ქულები გაიყვეს
Aa
Aa

მორიგი 0:0 - ინგლისმა და აშშ-მ ქულები გაიყვეს

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი უგოლო ფრე ვიხილეთ. ინგლისისა და აშშ-ს ნაკრებების დაპირისპირებამ გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა და არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა. ხელსაყრელი მომენტები თითზე ჩამოსათვლელი იყო და საბოლოოდ, ლოგიკური ანგარიში მივიღეთ.

„სამ ლომს“ დაწინაურება მატჩის სტარტზევე შეეძლო. ჰარი კეინი კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ მის დარტყმას მცველი გადაეღობა. მალევე შანსი აშშ-ს ეროვნულ გუნდს მიეცა და უესტონ მაკკინი მიზანთან ახლოს იყო, თუმცა საკუთარი ქომაგები ვერ გაახარა. 33-ე წუთზე, ყველაზე რეალური მომენტი ვიხილე. პულიშიჩის დარტყმა ხარიხამ მოიგერია და ინგლისი ბეწვზე გადარჩა.

მეორე ნახევარი პირველი ტაიმის მსგავსი სცენარით წარიმართა. გუნდები ფრთხილობდნენ და მომენტების შექმნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. დასკვნით 45 წუთში, საინტერესო არაფერი გვინახავს და მსაჯის საფინალო სასტვენმა ორივე გუნდის მოთამაშეები გაახარა.

ამრიგად, ინგლისის ნაკრებს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „სამმა ლომმა“ მდგომარეობა გაირთულა და ბოლო ტურში, უელსთან მარცხის შემთხვევაში, შესაძლოა, მუნდიალს მიღმა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრის სატონი: „რონალდუ ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევს“
კრის სატონი: „რონალდუ ბავშვებს საშინელ მაგალითს აძლევს“