ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი: „დარწმუნებული ვარ დავბრუნდები და გუნდს დავეხმარები“

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლიდერმა, ნეიმარმა საკუთარ ტრავმაზე ისაუბრა. „ნეიმ“ განაცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდება და ყველაფერს გააკეთებს, რათა საკუთარ გუნდს დაეხმაროს.

„სიამაყისა და სიყვარულის შეგრძნება, რომელიც ამ მაისურის მორგებისას მეუფლება, აუხსნელია. ღმერთს ჩემთვის სამშობლოს არჩევის საშუალება რომ მოეცა, აუცილებლად ბრაზილიას ავირჩევდი. ჩემს ცხოვრებაში მარტივი არაფერი ყოფილა და ყოველთვის მიწევდა, ოცნებებისთვის და მიზნებისთვის მებრძოლა. სიბოროტე არავისთვის მისურვებია და ვეხმარებოდი მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა.

ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. და ეს ისევ მსოფლიო ჩემპიონატზე ხდება. დიახ, ტრავმა მაქვს და ეს მტკივნეული და მძიმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაბრუნების შანსი მექნება, რადგან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს ქვეყანას, თანაგუნდელებსა და საკუთარ თავს დავეხმარო. ველოდო როდის გამიმკლავდება მტერი? არასდროს! მე უფლის შვილი ვარ და ჩემი რწმენა არსად გაქრება“.

შეგახსენებთ, რომ უცხოური პრესის ცნობით, ნეიმარი მეორე და მესამე ტურის შეხვედრებს გამოტოვებს და გუნდს 1/8-ფინალში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა - გორში ძიუდოს მსოფლიო ვარსკვლავები იასპარეზებენ
ჩემპიონთა ლიგა - გორში ძიუდოს მსოფლიო ვარსკვლავები იასპარეზებენ