უსახური ნიდერლანდები - ეკვადორმა ქულა აიღო და მეტსაც იმსახურებდა
Aa
Aa

უსახური ნიდერლანდები - ეკვადორმა ქულა აიღო და მეტსაც იმსახურებდა

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ნიდერლანდების ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ეკვადორს დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა. ლუი ვან გაალის გუნდმა საშინელი მატჩი ჩაატარა და გაუმართლა, რომ არ დამარცხდა - 1:1.

„ნარინჯისფრებისთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო და კოდი გაკპოს გოლით ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს. გატანილი გოლის შემდეგ, ნიდერლანდებმა მეტოქეს სათამაშო უპირატესობა დაუთმეს და მეორე ნომრის სტატუსი შეითავსეს, რაც მთლად კარგად არ გამოუვიდათ. პირველ ტაიმის მიწურულს, „ლა ტრიმ“ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა გოლი პასიური თამაშგარის გამო გააუქმა და ნიდერლანდებმა პირველი 45 წუთი 1:0 მოიგეს.

მეორე ტაიმის სტარტზე, ეკვადორმა წონასწორობა აღადგინა. „ლა ტრის“ მხრიდან თავი ენერ ვალენსიამ გამოიჩინა და „ნარინჯისფრების“ ქომაგებს საფიქრალი გაუჩინა. 58-ე წუთზე, ეკვადორს წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ ნიდერლანდელთა კარი ხარიხამ იხსნა და ანგარიში არ შეცვლილა. დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

საინტერესოა, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა მატჩი მეტოქის კარისკენ განხორციელებული 2 დარტყმი დაასრულა, რაც მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტისთვის საშინელი მაჩვენებელია. ევროპული ნაკრებისგან ასეთი შედეგი ბოლოს 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები