ილია თოფურია
Aa
Aa

შეხვედრა ლეგენდასთან - კონტადორი ილია თოფურიათი აღტაცებულია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ გუშინ მედია დღე გამართა და მისი მიმდინარეობისას, ლეგენდარულ ესპანელ ველომრბოლელს, ალბერტო კონტადორს შეხვდა. ამ უკანასკნელმა თოფურიას სამოტივაციო სიტყვებით მიმართა და უთხრა, რომ მისით აღტაცებულია.

„მომწონს, მეტოქეების ვიზუალიზაციას რომ ახდენ. როცა ტურ დე ფრანსზე გამოვდიოდი, მეუბნებოდნენ, რომ მიზნისთვის მიმეღწია და მიზანს შენც მიაღწევ“, - განუცხადა კონტადორმა ილიას, რაზეც „ელ მატადორმა“ ასე უპასუხა: „რა თქმა უნდა!“

ესპანელმა ველომრბოლელმა თოფურიას მომდევნო ჩხუბში წარმატებები უსურვა და „UFC-ის მომდევნო ჩემპიონის მისამართით მაქსიმალური აღტაცება გამოხატა“. სხვათა შორის, დღეს, თოფურიას კომენტარიც გავრცელდა, რომელმაც განაცხადა, რომ 1 წელში საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა. თოფურიას კარიერაში 12 ბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. მიტჩელს რაც შეეხება, მის ანგარიშზე 15 მოგება და 0 წაგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო ინფორმაცია - ნეიმარი მოედანს 1/8-ფინალებიდან დაუბრუნდება
ბოლო ინფორმაცია - ნეიმარი მოედანს 1/8-ფინალებიდან დაუბრუნდება