ხვიჩა კვარაცხელია, ფილიპო ინძაგი
Aa
Aa

„ქართველი წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს“ - ინძაგი კვარაზე

ლეგენდარულმა ფილიპო ინძაგიმ ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და მათ მიერ გაწეულ დიდებული სამუშაოს ხაზი გაუსვა.

ინძაგიმ განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოყო:

„ნაპოლი ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. ლუჩიანო სპალეტის უნდა მივულოცო, რადგან მან თავის გუნდს მკაფიო პროფილი მისცა. ასევე მინდა აღვნიშნო კლუბის მუშაობაც, მათ შესანიშნავი ტრანსფერები განახორციელეს და რამდენიმე უცნობი ფეხბურთელი დაიმატეს.

განსაკუთრებით უცნობ ახალწვეულებში მინდა კვარაცხელია გამოვყო. ქართველი წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს“.

- ციტირებს „პიპოს“ სიტყვებს Calciomercato.

კვარას შესახებ ბერნარდესკიმაც ისაუბრა

„იუვენტუსის“ ყოფლმა შემტევმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ხვიჩა შეაქო:

„ვინ მოიგებს სკუდეტოს? იუვე სრულ რბოლაშია და ვფიქრობ, „ნაპოლიზე“ ძლიერი გუნდი ჰყავს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს გუნდი სიგიჟეებს აკეთებს, ჰყავს არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია. ჩემთვის, ის სერია A-ში ყველაზე ძლიერია, ასეთი სრულფასოვანი ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს: ურტყამს ორივე ფეხით, ფიზიკურად ძლიერია, დარბის და აქვს ინტელექტი, ასევე ხასიათი და დამანგრეველი სიჩქარე. ზაფხულში, ნაპოლის მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ“ - რა უთხრა რენარმა გუნდს შესვენებისას
„არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ“ - რა უთხრა რენარმა გუნდს შესვენებისას