გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

კაშიას გოლი და ჯაბას საგოლე გადაცემა - სლოვანის დამაჯერებელი გამარჯვება

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის გადადებულ შეხვედრაში, ქართველების „სლოვანი“ „მორავცე-ვრაბლეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად იმარჯვა. გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას გუნდმა სამი ქულა აიღო და „სლოვანის“ წარმატებაში წვლილი ქართველებმაც შეიტანეს.

ბრატისლავურმა კლუბმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა. სტუმართა კარი ვლადიმირ ვაისმა დალაშქრა და მას ჯაბა კანკავამ გაატანინა. 43-ე წუთზე, თავი ჩავრიჩმა გამოიჩინა, ხოლო 62-ე წუთზე, გურამ კაშია გამოირჩა. „სლოვანმა“ საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე დააფიქსირა და მეტოქის კარი ზმრჰალმა აიღო - 4:1. გიორგი ჩაკვეტაძე გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, კანკავამ და კაშიამ კი მატჩი სრულად ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ, „სლოვანი“ პირველ ადგილზე იმყოფება და 41 ქულა აქვს. ვლადიმირ ვაისის ბიჭები უშუალო მდევარს, „დუნაიკა სტრედას“ 3 ქულით უსწრებენ. „სლოვანი“ მომდევნო შეხვედრას 2 დეკემბერს გამართავს და სწორედ ზემოთ ხსენებულ გუნდს გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეაუს გააქვს, კვარაცხელია კი სახლშია“ - რას წერენ ქომაგები პორტუგალიის მატჩის შემდეგ
„ლეაუს გააქვს, კვარაცხელია კი სახლშია“ - რას წერენ ქომაგები პორტუგალიის მატჩის შემდეგ