ვასილ ლობჟანიძე
Aa
Aa

ვასილ ლობჟანიძის აღიარება - ქომაგებმა საუკეთესოდ დაასახელეს

საქართველოს ნაკრების მორაგბე, ვასილ ლობჟანიძე კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი ლიდერი Autumn Nations Series-ის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და იგი გულშემატკივრებმა აირჩიეს.

„უელსთან, მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსის დასაკუთრების შემდეგ, თქვენ ქართველი მორაგბე, ვასილ ლობჟანიძე მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეთ“, - წერს Autumn Nation Series-ი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უელსი 13:12 დაამარცხა. „დრაკონებთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ბორჯღალოსნები“ რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდნენ და მე-13 ადგილზე გადავიდნენ. საქართველოს ნაკრებისთვის უელსთან ტესტ-მატჩი მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა იყო.

ცნობისთვის, ლევან მაისაშვილის გუნდმა მიმდინარე წელს ექვსი ერის ორი ნაკრები დაამარცხა, გასული ზაფხულის 10 ივლისს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში იტალიას 28:19 სძლია, ახლა კი უელსს სტუმრად აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ“ - აზარი გერმანელებს არ ეთანხმება
“აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ“ - აზარი გერმანელებს არ ეთანხმება