კრიშტიანუ რონალდუ, ავრამ გლეიზერი
Aa
Aa

„ვაფასებთ, რაც კლუბისთვის გააკეთა“ - გლეიზერმა რონალდუზე ისაუბრა

პირს მორგანთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

პორტუგალიელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მფლობელმა, ავრამ გლეიზერთან Sky Sports-თან პირველი კომენტარი გააკეთა და რონალდუს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

რა თქვა გლეიზერმა რონალდუზე:

კრიშტიანუ რონალდუზე თქვენს შეკითხვას ასე ვუპასუხებ. ის იუნაიტედის დიდებული ფეხბურთელია. ვაფასებ ყველაფერს, რაც მან კლუბისთვის გააკეთა და მას სამომავლოდ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.

აქვე გეტყვით, რომ კონტრაქტის გაწყვეტის გამო, კლუბს პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის 17 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაეხადა, თუმცა რონალდუმ ამ თანხის მიღებაზე უარი განაცხადა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გლეიზერების ოჯახი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყიდის და ავრამ გლეიზერმა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

„ეს სიმართლეა. საბჭომ კონსულტაციები გაიარა და გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდა. ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ, ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს პროცესი“, - ამბობს გლეიზერი.

გავრცელებული ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი მფლობელები კლუბს 9 მილიარდ ევროდ აფასებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
242 მილიონი 2 სეზონში - რონალდუ შესაძლოა საუდის არაბეთში წავიდეს
242 მილიონი 2 სეზონში - რონალდუ შესაძლოა საუდის არაბეთში წავიდეს