კრიშტიანუ შვილს უჯერებს - აქაც ბომბარდირობა უნდა?!..
მადრიდული გამოცემა Marca კრიშტიანუ რონალდუს პირად ცხოვრებაზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის უფროს შვილს სურს, რომ მის მამას 7 შვილი ჰყავდეს, რასაც რონალდუც ეთანხმება.
"ჩემს ბიჭს სურს, რომ 7 შვილი მყავდეს. 7 ჩემთვის მაგიური ციფრია და მე მას სიამოვებით დავეთანხმე". - თქვა პორტუგალიურ Vidas-თან ინტერვიუსას კრიშტიანუმ.
32 წლის რონალდუს ამჟამად 3 შვილი ჰყავს, რომლებიც სუროგატმა დედამ გაუჩინა - უმცროსი კრიშტიანუ, რომელიც 7 წლისაა და ტყუპები - ევა და მატეუ.
"კრიშტიმ" ცოტა ხნის წინ ისიც დაადასტურა, რომ მეგობარ გოგონა ჯორჯინა როდრიგესთან სულ მალე საერთო შვილი ეყოლება.