კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალია, განა
Aa
Aa

“თავგადასავალი იწყება“ - რონალდუ განასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალია განის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, 5 ოქროს ბურთის მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა რონალდუმ?

„ყველას მოგმართავთ, აავსეთ პორტუგალია სიამაყით და სიყვარულით. ჩვენ მსოფლიოს უდიდეს კონკურსში შევდივართ. იწყება თავგადასავალი, რომელშიც გვსურს მაქსიმალურად დიდი ხანი ვიყოთ. გვსურს, რომ ჩვენი დროშა და ქვეყნის სახელი უმაღლეს მწვერვალზე ავწიოთ. გვინდა მთელი პორტუგალია სიამაყით და სიხარულით ავავსოთ. შეუძლებელია არაფერია“!

შეგახსენებთ, რომ განასთან მატჩის წინ, არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. რონალდუ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, თუმცა არა მსოფლიო ჩემპიონატზე. აკრძალვა პრემიერ ლიგაზე ვრცელდება.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში კრიშტიანუმ „ევერტონის“ ქომაგის ტელეფონი დაამსხვრია, რის გამოც სადისციპლინო კომიტეტმა 50 000 ევროთი და როგორც უკვე მოგახსენეთ, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ასევე გეტყვით, რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა და თუ კარიერას პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში გააგრძელებს, მომდევნო ორ ტურს გამოტოვებს. პორტუგალიისა და განის ნაკრებების დაპირისპირება 24 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CR7 - ლოჩოშვილის კრემონეზეს ორიგინალური პოსტი
CR7 - ლოჩოშვილის კრემონეზეს ორიგინალური პოსტი