ფერნანდუ სანტუში
Aa
Aa

სანტუში: “განა ბევრ პრობლემას შეგვიქმნის“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პორტუგალია განას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ფერნანდუ სანტუშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სანტუშმა?

„ასეთი ტურნირის მოგება ნებისმიერი გუნდისთვის და ქვეყნისთვის რთულია. შეხედეთ პირველ რამდენიმე მატჩს და ამას ნათლად გაიაზრებთ. ხორვატია - მაროკოს მატჩს ვუყურე და საკმაოდ თანაბარი დაპირისპირება ვიხილეთ. ეს იმიტომ ხდება, რომ მოთამაშეები ერთი და იმავე ჩემპიონატში თამაშობენ.

მაგალითად, განის ნაკრებიდან მხოლოდ სამია ევროპაში. ისინი ერთ მუშტად შეკრულნი და მობილიზებულები არიან. მსოფლიო ჩემპიონატზე კი დაბალი დონის მწვრთნელი არ არსებობს. ვემზადებით მატჩისთვის და ვიაზრებთ, რომ მოწინააღმდეგე ბევრ პრობლემას შეგვიქმნის.

განა კარგად ორგანიზებული ნაკრებია და ეს მათ ბოლო თამაშებშიც დაამტკიცეს. აფრიკულ გუნდებს ყოველთვის ჰყავთ ნიჭიერი ფეხბურთელები. ტაქტიკურად კი წლიდან წლამდე იხვეწებიან. დღეს ისინი ბევრად სრულყოფილი გუნდები არიან.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და განის ნაკრებების დაპირისპირება 24 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

ცნობისთვის, ეს ნაკრებები 2014 წელსაც შეხვდნენ ერთმანეთს. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე პორტუგალიამ განა ჯგუფურ ეტაპზე 2:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა
ჟუნინიო: ნეიმარმა სიღარიბის ზღვარზე მყოფ 150 მილიონ ბრაზილიელს უღალატა