კატარი 2022
Aa
Aa

One Love სამკლავურის აკრძალვის გამო დანია FIFA-ს დატოვებას გეგმავს

დანიამ შესაძლოა FIFA დატოვოს. ამის მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპული ქვეყნებისთვის One Love (LGBTQ) სამკლავურების აკრძალვა არის.

ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.

დანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იესპერ მიოლერი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ამ ფაქტის გამო დანიამ შესაძლოა FIFA დატოვოს.

„ჩვენ ფიფადან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ეს საკითხი სკანდინავიის ქვეყნებში დიდი ხანია დგას. ფიფასთან ურთიერთობის საკითხზე უნდა ვიფიქროთ. ვვარაუდობ, რომ შეიძლება პრობლემები შეგვექმნას, თუ ამ მიმართულებით არ ვიმოქმედებთ.

ვნახავთ შევძლებთ, თუ არა ფიფასთან დიალოგს და მათთან ურთიერთობისა და ნდობის აღდგენას. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და სტრატეგია შევიმუშაოთ“.

- ამბობს მიოლერი.

თუ, დანიელები ფიფას დატოვებენ, მათ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში აღარ შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ LGBTQ + თემის მხარდასაჭერად, ნაკრებები One love სამკლავურებით თამაშს გეგმავდნენ. ასეთი 9 ქვეყანა იყო - ინგლისი, ნიდერლანდები, ბელგია, უელსი, შვეიცარია, დანია და გერმანიაში, აშშ და კანადა. საბოლოოდ ფიფამ მათ ამის გაკეთება აუკრძალა.

დღეს კი იაპონიასთან მატჩამდე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად პირზე ხელები აიფარეს და თავიანთი პოზიცია ასე დააფიქსირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო - რონალდუ დასაჯეს
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 000 ევრო - რონალდუ დასაჯეს