ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა“ - ნოველინო ხვიჩაზე

ვალტერ ნოველინომ, რომელიც „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელია და 1999-00 წლებში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი იყო, Radio CRC-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზოგადად „ნაპოლის“ ახალწვეულებზე ისაუბრა, რომლებიც გუნდს გასულ ზაფხულში შეუერთდნენ.

ნოველინო: „არავინ იცოდა, კვარაცხელია რამდენად კარგი მოთამაშე იყო. ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რომ „ნაპოლის“ დიდად ვერ გააძლიერებდა, გუნდისთვის დიდი ძალა ვერ გახდებოდა. მისგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა. ნაცვლად ამისა, ახალწვეულებმა ეგრევე გაისროლეს და ჩვენ კულიბალის წასვლით გამოწვეული სინანულიდან კიმის განდიდებისკენ წავედით.

სპალეტი „ნაპოლის“ ნამდვილი დამატებითი კაცია, რადგან შეუძლია იმ პოზიციებზე ათამაშოს ფეხბურთელები, რომ მათ შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენონ“.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უშიშარი დრიბლიორი - ხვიჩა სერია A-ს ვარსკვლავებს შორის
უშიშარი დრიბლიორი - ხვიჩა სერია A-ს ვარსკვლავებს შორის