ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი, რაფაელ ლეაუ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი
Aa
Aa

უშიშარი დრიბლიორი - ხვიჩა სერია A-ს ვარსკვლავებს შორის

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია Livescore.com-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. სპორტულმა ვებგვერდმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც სერია A-ს მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილის ვარსკვლავები არიან და მათ შორის „კვარაცაა“.

„ხვიჩა კვარაცხელიას დინამო ბათუმიდან ნაპოლიში გადასვლას დიდ ყურადღებას ძალიან ცოტა მიაქცევდა, თუმცა ბრწყინვალე ასპარეზობის წყალობით იგი სეზონის საუკეთესო შენაძენის სტატუსის დასაკუთრების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ ევროპაშია.

ქართველი ფეხბურთელი 21 წლისაა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა აქვს. მან 11 შედეგიანი მოქმედებიდან 9 თამაშიდან შეასრულა. ხვიჩა უშიშარი დრიბლიორია. სერია A-ში იგი მეტოქეზე პირისპირ ყველაზე მეტჯერ მიდის (58) და დრიბლინგით მეურვე 19-ჯერ ჩამოიტოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება და ენერგიული და არაპროგნოზირებადი კვარაცხელია პარტენოპეის დომინანტური შეტევის ცენტრალური ფიგურაა,“ - წერს Livescore.

ცნობისთვის, „კვარას“ გარდა, ვიქტორ ოსიმენი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რაფაელ ლეაუ და ლაუტარო მარტინესი გამოარჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
LGBTQ+ დროშა ეგონათ - კატარში ჟურნალისტს ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს
LGBTQ+ დროშა ეგონათ - კატარში ჟურნალისტს ბრაზილიის შტატის დროშა წაართვეს