გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

Francebleu: „მიქაუტაძე ბრწყინვალეა, მაგრამ სტაბილურობა აკლია“

ფრანგულმა სპორტულმა ვებგვერდმა, Francebleu-მ „მეცის“ ფეხბურთელების მიერ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაში შეაფასა. Francebleu-ს ყურადღების ცენტრში გიორგი მიქაუტაძეც მოექცა და სტატიის ავტორმა ქართველი შემტევი დაახასიათა.

„ეჭვგარეშეა, რომ სეზონის პირველ ნახევარში, გიორგი მიქაუტაძე მეცის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქართველმა მოთამაშემ 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა სერენის ყოფილ შემტევს დიდი ჩავარდნაც ჰქონდა და თითქმის ორი თვის განმავლობაში გადამწყვეტი არ ყოფილა“, - ამბობს Francebleu.

შეგახსენებთ, რომ „მეცის“ ფეხბურთელები ვარჯიშს 3 დეკემბერს განაახლებენ. 9 დეკემბერს მათ ამხანაგური შეხვედრა ელოდებათ და „ოსერს“ დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი ესპანეთში მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან. ლიგა 2 26 დეკემბერს განახლდება და „მეცის“ მეტოქე „ნიორი“ იქნება.

ცნობისთვის, მიქაუტაძის გუნდს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს. ახლახან, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და მას საკუთარი მომავალი 2026 წლამდე დაუკავშირა.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში - 10 ქულა და საუკეთესო შედეგი
ბეჟანიშვილის კარგი მატჩი G ლიგაში - 10 ქულა და საუკეთესო შედეგი