საფრანგეთი, ტიერი ანრი
Aa
Aa

ჟირუმ ანრის რეკორდი გაიმეორა - საფრანგეთმა გამარჯვებით დაიწყო

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საქმეში ჩაერთო. საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ავსტრალიას ძალიან მარტივად 4:1 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ „მამლებმა“ დამაჯერებლად ვერ დაიწყეს და პირველი გოლი ავსტრალიელებმა გაიტანეს. მე-9 წუთზე თავი გუდვინმა გამოიჩინა. ამის შემდეგ, დეშამის შეგირდები გააქტიურდნენ და 27-ე წუთზე რაბიომ წონასწორობა აღადგინა.

ზუსტად 5 წუთში, „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ჟირუს საგოლე პასი გაუკეთა, ხოლო „მილანის“ შემტევმა საფრანგეთი წინ გაიყვანა. პირველი ტაიმი - 2:1.

მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა. დეშამის გუნდი დომინირებდა, რაც საბოლოო ანგარიშზე აისახა. თავისი გოლი მბაპემაც გაიტანა. „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავმა თავური დარტყმით 68-ე წუთზე გაიტანა. 71-ე წუთზე კი ჟირუმ დუბლი გაიფორმა და საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ანრის გაუთანაბრდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში დანიამ და ტუნისმა ითამაშეს. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. აქედან გამომდინარე, საფრანგეთი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე ტურში „მამლები“ დანიას შეხვდებიან. აღნიშნული დაპირისპირება 26 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანია FIFA-ს უჩივლებს - დაპირისპირება One Love-ის გამო გრძელდება
გერმანია FIFA-ს უჩივლებს - დაპირისპირება One Love-ის გამო გრძელდება