Aa
Aa

სანჩესს "მილანის" ვარიანტი მოსწონს

Football-italia-ს ცნობით, "მილანმა" მიუნხენის "ბაიერნთან" რენატო სანჩესის ტრანსფერზე თითქმის მოილაპარაკა - "რეკორდმაისტერი" გარიგების სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 40 მილიონ ევროს მიიღებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი თავად სანჩესმაც გააკეთა:

„ბაიერნში“ თამაში ხშირად არ მიწევდა. ვფიქრობ, „მილანი“ კარგი ვარიანტია, რომ მეტი სათამაშო დრო მივიღო და პროგრესი გავაგრძელო“.

საგულისხმოა, რომ მილანელებს პორტუგალიელი ფეხბურთელის იჯარით აყვანა და ერთი წლის შემდეგ, მისი 40 მილიონად გამოსყიდვა სურთ.

როგორც იწერება, "შავ-წითლებს" თინეიჯერ ფეხბურთელთან, 4 წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვთ.

რენატო სანჩესი 19 წლისაა. ის გერმანულ გრანდში გასულ ზაფხულს, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები