ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჩემს გუნდში მსურდა, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა“ - ბიგონი კვარაცხელიაზე

„ბოლონიას“ სპორტულმა დირექტორმა რიკარდო ბიგონიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რადიო CRC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„კვარაცხელია? სკაუტინგიდან გამომდინარე კარგად ცნობილი მოთამაშე იყო, საფეხბურთო თვისებებით გამოირჩეოდა, ჩვენ მისი მოყვანა „ბოლონიაში“ გვსურდა, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისიდან გამომდინარე, რადგან სატრანსფერო თანხა ძალიან დიდი იყო, მისი შეძენა ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ის ძალიან ძვირი ღირდა.

ჯუნტოლიმ გამბედაობა გამოიჩინა, „ნაპოლიმ“ ბევრი მოთამაშე დაიმატა და თითქმის ყველამ გაამართლა.

რაც შეეხება აურელიო დე ლაურენტისს, ბოლო 15 წლიდან გამომდინარე საუკეთესო პრეზიდენტია. გარდა ეკონომიკური გათვლებისა, გუნდის გაძლიერების თვალსაზრისითაც სწორად მუშაობს“.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზურგის ტრავმის გამო სერია A-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა - „ატალანტასთან“, „ემპოლისთან“ და „უდინეზესთან“. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ნაპოლი“ პირველ მატჩს 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს და კვარაც დიდი ალბათობით სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქეთის შეკრებისთვის აქტიურად ემზადება - ბოლო ცნობები ხვიჩას ჯანმრთელობაზე
თურქეთის შეკრებისთვის აქტიურად ემზადება - ბოლო ცნობები ხვიჩას ჯანმრთელობაზე