ტოჩინოშინი, კიუშუ ბაშო
Aa
Aa

ჰაერში აიტაცა და დოჰიოდან გადადგა - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება

შემოდგომის სუპერტურნირის მე-10 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა ტერუცუიოშის (ბალანსი 0:9-ზე) დაუპირისპირდა და მეტოქე უშანსოდ, საფირმო იორიკირით დაამარცხა.

ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ლევან გორგაძემ უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს გასაქანი არ მისცა. რიკიშებს შორის ფიზიკური აღნაგობაშიც დიდი სხვაობა იყო, რამაც ქართველი სუმოისტის გამარჯვება გარდაუვალი გახადა. საბოლოოდ, ლევანმა მეტოქე ხელში აიტაცა და დოჰიოდან გადაიყვანა.

შედეგად, კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი 4:6-ზე გახდა. საგულისხმოა, რომ ლევანის მეტოქე ამ დრომდე მოუგებლად ასპარეზობს და სასიამოვნოა, რომ ტრადიცია არც დღევანდელ შეხვედრაში დაირღვა.

ქართველი სუმოისტი კიუშუ ბაშოზე მომდევნო შეხვედრას ხვალ, მე-15 მაეგაშირა ატამიფუჯის წინააღმდეგ გამართავს. სუმოისტები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოლი გამარჯვება - ტოჩინოშის მეორე მოგება კიუში ბაშოზე
იოლი გამარჯვება - ტოჩინოშის მეორე მოგება კიუში ბაშოზე