ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ვან გაალი: “ერთი რამ ცხადია, One Love სამკლავურს არ გავიკეთებთ“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა სენეგალი მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა და 3 ქულა მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლუის ვან გაალმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ვან გაალმა?

„პოლიტიკურ კითხვებს პასუხს არ გავცემ, მაგრამ ერთ რამ ცხადია - თუ დაგვაჯარიმებენ One Love სამკლავურს არ გავიკეთებთ. ჩვენ უბრალოდ FIFA-ს უნდა ვკითხოთ არის, თუ არა ეს სწორი ქმედება. ეს კითხვა ყველამ უნდა დავსვათ. რაც შეეხება მატჩს, ჩვენ ცოტა შანსი შევქმენით. უკმაყოფილო ვარ ბურთის ფლობის პროცენტული რაოდენობით. ზედმეტად არაზუსტები ვიყავით.“

მატჩის დასრულების შემდეგ, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ დაპირისპირებას მსაჯმა 8 წუთი დაამატა. კლაასენმა კი გოლი 98-ე წუთზე და მე-17 წამზე გაიტანა. ეს კი 1966 წლის შემდეგ, მუნდიალის ისტორიაში ყველაზე გვიან გატანილი გოლია.

საინტერესო ის გახლავთ, რომ რეკორდი დღეს დაფიქსირდა. თარემიმ ინგლისის ნაკრებს გოლი 102-ე წუთზე და 30-ე წამზე გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები მომავალ მატჩს ეკვადორის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 25 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვს ეს არასდროს დაავიწყდება - გრილიშის ღირსეული საქციელი
ბავშვს ეს არასდროს დაავიწყდება - გრილიშის ღირსეული საქციელი