დიდიე დეშამი
Aa
Aa

“ყველა მშვიდად არის“ - დეშამი ავსტრალიასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „მამლების“ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დეშამმა?

„ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს ნაკრებში არ არსებობს არანაირი შფოთვა და ნერვიულობა. ყველა მშვიდად არის და გამარჯვებისთვის ვემზადებით. ვიაზრებთ, რომ ავსტრალია რთული მეტოქეა და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ყველაფერს გააკეთებს.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოთამაშე, თავის პოზიციაზე ლიდერი იყოს. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ სასურველ შედეგს. ნაკრებში 25 მოთამაშე მყავს. დარწმუნებული ვარ, ეს სრულიად საკმარისია იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც ჩვენს წინაშე დგას.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ტრავმის გამო ჯერ ნკუნკუ, ხოლო შემდეგ ბენზემა გამოაკლდა. მუნდიალის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ პოგბა და კანტე კატარში ვერ გაფრინდებოდნენ. „მამლებს“ ასევე კიმპემბეც დააკლდებათ.

შეიძლება ითქვას, რომ დეშამი განახევრებული შემადგენლობით არის მსოფლიო ჩემპიონატზე. ავსტრალიასთან მატჩი კი 22 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაბრაზებულნი ვართ, ნოიერი იმედგაცრუებულია“ - ბირჰოფმა FIFA-ს უპასუხა
„გაბრაზებულნი ვართ, ნოიერი იმედგაცრუებულია“ - ბირჰოფმა FIFA-ს უპასუხა