ბორჯღალოსნები, ვასილ ლობჟანიძე, ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი, ალექსანდრე თოდუა
Aa
Aa

4 ქართველი სიმბოლურში - ქართველი მორაგბეების კიდევ ერთი აღიარება

19 ნოემბერს, საქართველოს რაგბის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა და უელსი დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ 13:12 მოიგეს და მათ ტრიუმფს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „დრაკონების“ მარცხზე ბევრმა ცნობილმა გამოცემამ დაწერა და ერთ-ერთი მათგანი ავტორიტეტული Daily Mail-ი გახლდათ, რომელმაც რაგბის მმართველებს მოუწოდა, „ბორჯღალოსნებს“ 6 ერში მოხვედრის შანსი მისცენ.

Planetrugby-ს ვერსიით ნოემბრის ტესტების მესამე კვირის სიმბოლურში 4 ქართველი მორაგბე მოხვდა:

ნიკა აბულაძე - „თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩება, ორი ქულით მარცხები, შესაძლებლობა გაქვს საჯარიმო მოიპოვა, მეტოქეს შერკინებაში აჯობო. აბულაძემ მეტოქე სემ უეინრაიტი თითქმის "პრინსიპალიტის" სახურავამდე ასწია, ეს მას არასდროს დაავიწყდება“.

შალვა მამუკაშვილი - „მსოფლიო რაგბიში ყველაზე შთამბეჭდავი წვერის მქონე კაცმა უელსთან თამაშის მიწურულს შესანიშნავად ითამაშა. შერკინებაში მისმა შესანიშნავმა გამოსვლამ გუნდს გამარჯვება მოუტანა“

ალექსანდრე თოდუა - „ამ პოზიციაზე შეგვეძლო საუკეთესოდ დუჰან ფან დერ მერვე ან კურტ-ლი არენდსე დაგვესახელებინა, მაგრამ არჩევანი რაგბის რომანტიკოსებისთვისაა, საქართველოს ნაკრებმა კარდიფში გაიბრწყინა“.

ვასილ ლობჟანიძე - „ქართველი 9 ნომერი შთამაგონებლად თამაშობდა და საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორია დაწერა“.

Planetrugby „ბორჯღალოსნებზე“ წერს:

“საქართველო ექვსი ერის კარზე აკაკუნებს: წლეულს მათ უმაღლესი დონის ორი ნაკრები, იტალია და უელსი დაამარცხეს. გასულ შაბათს საქართველომ უელსი შოკში ჩააგდო. წლებია საქართველოს ნაკრები ექვსი ერის კარზე აკაკუნებს და ცხადია, რომ ის უნდა გაიღოს, ახლა ქართველების წარმატებას ვერ დააკნინებენ“.

საქართველოს ნაკრებისთვის უელსთან ტესტ-მატჩი მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა იყო.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მიმდინარე წელს ექვსი ერის ორი ნაკრები დაამარცხა, გასული ზაფხულის 10 ივლისს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში იტალიას 28:19 სძლია, ახლა კი უელსს სტუმრად აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დროა საქართველომ 6 ერში შესვლის შანსი მიიღოს” – Daily Mail-ი ბორჯღალოსნებზე
„დროა საქართველომ 6 ერში შესვლის შანსი მიიღოს” – Daily Mail-ი ბორჯღალოსნებზე