უელსის მორაგბეთა ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, იტალიის მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

RugbyPass-მა ნოემბრის სიმბოლურ გუნდში ორი ბორჯღალოსანი შეიყვანა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მიმდინარე წლის შემოდგომა საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებულიც აღმოჩნდა. ბორჯღალოსნებმა ნოემბერში სამი ტესტ-მატჩი გამართეს და აქედან ორ შეხვედრაში გამარჯვება შეძლეს.

ლევან მაისაშვილის გუნდმა 6 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ჯერ ურუგვაის ნაკრები 34:18 დაამარცხა. ზუსტად 6 დღეში, ქართველმა მორაგბეებმა კვლავ „დინამოზე“ სამოასთან დასანანი მარცხი იწვნიეს, ანგარიშით 19:00, ამ წაგებიდან ერთ კვირაში კი „ბორჯღალოსნებმა“ 6 ერის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, უელსის ნაკრებთან გასვლით შეხვედრაში სენსაციური გამარჯვება შემოგვთავაზეს - 12:13.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს არაფერი დაუთმო და უფრო მეტიც, მეორე ნახევარში საკუთარი თამაშიც მოახვია თავს. ქართველი მორაგბეები მთელი ტაიმის განმავლობაში აქტიურად უტევდნენ და პირველი ნახევრის შემდეგ დაფიქსირებული ანგარიში (12:3) თავის სასარგებლოდ შემოატრიალეს.

ცოტა ხნის წინ, Rugby Pass-მა შემოდგომის ტესტების სიმბოლური შემადგენლობა გამოაქვეყნა და საგულისხმოა, რომ საუკეთესო თხუთმეტეულიში 2 ბორჯღალოსანიცაა შეყვანილი - მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი და უკანახაზელი დავით ნინიაშვილი.

საგულიხსმოა, რომ 2022 წელს ქართველმა მორაგბეებმა ორი 6 ერის გუნდის დამარცხება შეძლეს. უელსთან მატჩამდე, ლევან მაისაშვილის გუნდი 10 ივლისს „ბათუმი არენაზე“ იტალიის ნაკრებს დაუხვდა და 28:19 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქომაგთა ნაწილმა გამარჯვება ჯორჯიის სარაგბო კავშირს მიულოცა
ქომაგთა ნაწილმა გამარჯვება ჯორჯიის სარაგბო კავშირს მიულოცა