ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

“კლუბის საქციელი გამაღიზიანებელი იყო“ - დე იონგი ბარსაზე ნაწყენია

ფრენკი დე იონგი თვლის, რომ მისი კონტრაქტის დეტალები „ბარსელონას“ ხელმძღვანელობის მხრიდან იქნა გასაჯაროებული. კლუბიდან ვიღაცამ ინფორმაცია გარეთ გაიტანა და პრესას გადასცა. ინფორმაციას ესპანური Sport-ი ავრცელებს.

ამა წლის ივლისში, როცა „ბარსა“ დე იონგის სარფიანად გაყიდვას აპირებდა, პარალელურად მადრიდულმა Marca-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნიდერლანდელი ნახევარმცველის კონტრაქტის დეტალები იყო აღწერილი. ამ ფაქტმა ქომაგებს ფეხბურთელისადმი დამოკიდებულება შეცვალა და აგრესიული გახადა.

დეტალებში აღბეჭდილი იყო, რომ კლუბს დე იონგისთვის 2026 წლამდე ჯამში 88,58 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. ამაში შედიოდა ხელფასიც და ერთგულების ბონუსებიც.

„რაღაც მომენტში ჩემი კონტრაქტის დეტალები გამოქვეყნდა. მე მათ ჩემგან არ გაუჟონია. ჩემს გარდა ხელშეკრულებაზე წვდომა მხოლოდ ერთ მხარეს ჰქონდა. ასე რომ, ეს იყო გაჟონვა ბარსას მხრიდან. ამის შემდეგ შენ უკვე ფიქრობთ: „ეს უკვე ზედმეტია". კლუბის საქციელი გამაღიზიანებელი იყო.

შემდეგ კი უცებ მივიღე წერილი, რომელშიც მეკითხებოდნენ, იყო თუ არა ჩემი კონტრაქტი მოქმედი, რადგან წინა პრეზიდენტმა ბართომეუმ ის იმ დროს გააფორმა, როდესაც მას ამის უფლება აღარ ჰქონდა.

მაღიზიანებდა, რომ კლუბი ასე იქცეოდა, მაგრამ ამაზე გავლენის მოხდენა ვერ მოვასწარი. არ ვგრძნობდი, რომ მწვრთნელი ჩემს წინააღმდეგ იყო. ინტერვიუებში ის გამუდმებით ამბობდა, რომ კმაყოფილი იყო ჩემი თამაშით და ახსენებდა ბარსელონას ეკონომიკურ პრობლემებს. ვფიქრობ, მისთვის ამ თემაზე კომენტარის გაკეთება რთული იყო“,

- განაცხადა ფრენკიმ De Telegraaf-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა“ - დეშამი ბენზემას ტრავმაზე
“ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა“ - დეშამი ბენზემას ტრავმაზე