ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ისევ სილვა და ისევ ბარსელონა - ტრანსფერი უფრო რეალური გახდა

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბარსელონა“ აქტიურად ცდილობდა ბერნარდუ სილვას შეძენას, მაგრამ არასათანადო ფინანსური მდგომარეობის გამო კატალონიელებმა ეს ვერ მოახერხეს.

მიუხედავად ამისა, ბარსა კვლავ ცდილობს პორტუგალიელი შემტევის გადაბირებას, ხოლო ამ საკითხზე ახალ ინფორმაციას ესპანური გამოცემა SPORT ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სილვას პირადად აინტერესებს „ბლაუგრანას“ სამომავლო სატრანსფერო გეგმები და თუ ბარსას მისი შეძენა ისევ ენდომება, თავად ბერნარდუ „ეტიჰადის“ დასატოვებლად ყველაფერს გააკეთებს.

28 წლის პორტუგალიელი მზად არის კატალონიაში თამაშს ნაკლებ ხელფასზე დათანხმდეს, რადგან ის „ბარსელონას“ ფინანსურ მდგომარეობას სრულიად იაზრებს და პრობლემას არ ქმნის. 

SPORT იმასაც წერს, რომ ტრანსფერით კვლავ პირადად ჩავი ერნანდესი არის დაინტერესებული და დიდი ალბათობით საჭირო ფინანსების გამოძებნის შემთხვევაში, ტრანსფერი განხორციელდება. ამის პარალელურად, „მანჩესტერ სიტი“ სილვასთვის ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნება? - დეპაის მანჩსტერ იუნაიტედი დაუკავშირდა
დაბრუნება? - დეპაის მანჩსტერ იუნაიტედი დაუკავშირდა