ტომას ტუხელი
Aa
Aa

გერმანელი იტალიაში? - იუვენტუსი ტუხელის კანდიდატურას განიხილავს

დიდი ხანია ტურინში მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებაზე საუბრობენ. მეტიც, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობის აზრი ორად არის გაყოფილი. პაველ ნედვედი თვლის, რომ გუნდმა მთავარი მწვრთნელი უნდა შეიცვალოს, მაგრამ სულ სხვა აზრზეა ანდრეა ანიელი და ალეგრის ნდობას უცხადებს.

მიუხედავად ამისა, იტალიური გავლენიანი გამოცემა Calciomercato მასიმილიანოს სავარაუდო შემცვლელზე წერს. წყაროს ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ ტომას ტუხელს აკვირდება, რომელიც „ჩელსიდან“ გათავისუფლების შემდეგ, უსამსასახუროდ არის დარჩენილი.

Calciomercato წერს, რომ თუ დადგება დღე, როდესაც „ბიანკონერი“ მასიმილიანო ალეგრის დაითხოვს, მის ნაცვლად აუცილებლად ტუხელს დანიშნავენ. ტურინში ფიქრობენ, რომ არსებულ პრობლემებს გერმანელი სპეციალისტი გაუმკლავდება, რადგან მას ხისტი და მტკიცე ხასიათი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტუხელმა ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „არისტოკრატებმა“ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხეს. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, „ლურჯების“ ახალმა პრეზიდენტმა ტოდ ბოელმა გერმანელ დამრიგებელს მცირე ჩავარდნა არ აპატია და მის ნაცვლად გრეჰემ პოტერი დანიშნა.

ახალი მწვრთნელის ხელში კი „ჩელსი“ გაცილებით ცუდ შედეგებს აჩვენებს. "ლურჯებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგეს და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაბრუნება? - დეპაის მანჩსტერ იუნაიტედი დაუკავშირდა
დაბრუნება? - დეპაის მანჩსტერ იუნაიტედი დაუკავშირდა