ბორჯღალოსნები
Aa
Aa

ქომაგთა ნაწილმა გამარჯვება ჯორჯიის სარაგბო კავშირს მიულოცა

„ბორჯღალოსნებმა“ უელსთან გამარჯვებით ისტორიული შედეგი დააფიქსირეს, ექვსი ერის ნაკრებს სტუმრად მოუგეს, თუმცა რაგბის გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა გამარჯვება ჯორჯიის შტატის სარაგბო გაერთიანებას, Georgia Rugby Union-ს მიულოცა, რის შესახებაც აღნიშნულმა ორგანიზაციამ Facebook-ში დაწერა:

„მოლოცვის მესიჯებს ვაფასებთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ Georgia Rugby Union-ს უელსი არ დაუმარცხებია.

მაგრამ მადლობა.

ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას“

საქართველოს ნაკრებისთვის უელსთან ტესტ-მატჩი მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა იყო. შეგახსენებთ, უელსი კარდიფში საქართველოსთან 12:13 დამარცხდა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მიმდინარე წელს ექვსი ერის ორი ნაკრები დაამარცხა, გასული ზაფხულის 10 ივლისს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში იტალიას 28:19 სძლია, ახლა კი უელსს სტუმრად აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული გამარჯვება - საქართველომ უელსი კარდიფში დაამარცხა
დიდებული გამარჯვება - საქართველომ უელსი კარდიფში დაამარცხა