საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ბორჯღალოსნები
Aa
Aa

BBC: „შოკისმომგვრელი გამარჯვება საწყალი უელსის წინააღმდეგ“

მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კარდიფში საქართველოსთან 12:13 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშით გასულ ზაფხულში უელსმა სამხრეთ აფრიკა დაამარცხა, მიმდინარე თვეში კი უელსმა „მილენიუმზე“ არგენტინას 20:13 სძლია. ასე რომ, „ბორჯღალოსნებმა“ ძალიან მაღალი დონის ნაკრები დაამარცხეს.

BBC საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას გამოეხმაურა:

„ამ გამარჯვებით საქართველომ აჩვენა შესანიშნავი შედეგი, ეს იყო შოკისმომგვრელი გამარჯვება საწყალი უელსის წინააღმდეგ.

მორგანმა ორი ლელო დადო, პირველი ტაიმი უელსმა 12:3 მოიგო. მეორე ტაიმში საქართველომ ალექსანდრე თოდუას ლელოთი უპასუხა, მატკავას დარტყმამ კი ისტორია შექმნა. მატჩის შემდეგ საქართველომ დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.

გასულ ზაფხულში საქართველომ იტალია დაამარცხა, მაგრამ ეს შედეგი (უელსთან გამარჯვება) კიდევ უფრო გააძლიერებს ხმებს საქართველოს ექვსი ერში შეყვანის შესახებ.

უელსმა საშინაო კედლებში რამდენიმე დამამცირებელი მარცხი განიცადა, მათ შორისაა რუმინეთთან (1988), დასავლეთ სამოასთან (1991), კანადასთან (1993) და მიმდინარე წელს იტალიასთან წაგებული მატჩები.

საქართველო უელსს ორჯერ ეწვია, 2017 წელს უელსმა 13:6 მოიგო, 2019 წელს კი - 18:0“.

The Guadian: "საქართველომ რაგბიში სეისმური შოკი მოახდინა, მას მერე, რაც მატკავამ საჯარიმოთო უელსი სახტად დატოვა. მეორე ტაიმში უელსის ნაკრები გატყდა და ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია საერთაშორისო რაგბის ისტორიაში“.

საქართველოს ნაკრებისთვის უელსთან ტესტ-მატჩი მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა იყო.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მიმდინარე წელს ექვსი ერის ორი ნაკრები დაამარცხა, გასული ზაფხულის 10 ივლისს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში იტალიას 28:19 სძლია, ახლა კი უელსს სტუმრად აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველები ასეთები ვართ, მიღწეული არ გვაკმაყოფილებს“
„ქართველები ასეთები ვართ, მიღწეული არ გვაკმაყოფილებს“