კილიან მბაპე, მაურისიო პოჩეტინო, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

პოჩეტინო: “მბაპე მოუმწიფებელია, კომფორტის ზონა უნდა დატოვოს“

კილიან მბაპეს და „პარი სენ ჟერმენის“ მომავალი ბურუსით არის მოცული. სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონფლიქტი არსებობს და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს გეზი კვლავ „რეალისკენ“ აქვს აღებული.

ამ საკითხზე, ფრანგული გრანდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

რა თქვა პოჩეტინომ?

„ის აღმავლობის გზაზე დგას და სულ მალე საუკეთესო მბაპეს ვიხილავთ უკეთესი რეკორდებით და ტიტულებით. ევოლუცია ხშირად კომფორტის ზონის დატოვებით ხდება. კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის კარგია, მაგრამ კილიანმა მომავალში კომფორტის ზონის დატოვება უნდა განიხილოს. ეს ყველაფერი კი მას ოქროს ბურთისთვის ბრძოლასთან დააახლოებს.

მბაპე ნეიმარზე და მესიზე ახალგაზრდაა. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მათზე მოუმწიფებელია. მას დიდებული ქარიზმა აქვს, მაგრამ მაინც უნდა იპოვოს საკუთარი თავი. ლეო და ნეიმარი ტოტალური მოთამაშეები არიან. მათ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გააჩნიათ, მაგრამ სხვადასხვა კუთხით.“

შეგახსენებთ, რომ მბაპე ახლა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კატარში იმყოფება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ცნობისთვის, „მამლები“ ჯგუფში ავსტრალიასთან, დანიასთან და ტუნისთან ერთად მოხვდნენ. პირველ მატჩს კი 22 ნოემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე: „თუ ჩვენ ვერ მოვიგებთ, მინდა, ჩემპიონი ლეო მესი გახდეს“
ლუის ენრიკე: „თუ ჩვენ ვერ მოვიგებთ, მინდა, ჩემპიონი ლეო მესი გახდეს“