ტოჩინოშინი
Aa
Aa

კიუშუ ბაშო: ტოჩინოშინის მე-4 მარცხი

„კიუშუ ბაშოს“ მე-7 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ნიშიკიფუჯი იყო, რომელთანაც იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ლევანმა ბრძოლა მარცხენა მავაშის აღებით დაიწყო, თუმცა ორმაგის უფლება მეტოქემ არ მისცა, თავად კი ორმაგი ჩავლება ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. ნიშიკიფუჯიმ ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა შეძლო.

დღევანდელ ბრძოლამდე გორგაძე ნიშიკუფუჯის 2-ჯერ შეხვდა - 1 მოგება და 1 მარცხი.

ამჟამად ბაშოზე ლევან გორგაძის ანგარიშზე 3 მოგება და 4 მარცხია.

ტურნირის მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა, გამოცდილი სუმოტორი რიუდენი იქნება, რომელსაც კარიერაში 7-ჯერ დაუპირისპირდა და მისი დამარცხება მხოლოდ 2-ჯერ შეძლო, 5-ჯერ კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა აღმოჩენაა - 90 Min-მა სერია A-ს სეზონის პირველი ნაწილი შეაჯამა
ხვიჩა აღმოჩენაა - 90 Min-მა სერია A-ს სეზონის პირველი ნაწილი შეაჯამა