ლევან ჩოხელი, ბელატორი
Aa
Aa

ბელატორი: მე-2 გამარჯვება - ჩოხელმა დაუმარცხებელ მეტოქეს მოუგო

ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ბელატორში თავისი მე-4 ბრძოლა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ჩოხელის მეტოქე აქამდე დაუმარცხებელი რომან ფორალდო იყო. ბრაზილიელმა კარიერაში პირველი მარცხი იწვნია.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, პირველ რაუნდში ჩოხელი აშკარა უპირატესობას ფლობდა, მეორიდან კი ფორალოდ გააქტიურდა და რამდენიმე დარტყმაც განახორციელა, თუმცა გალიაზე ხელის მოკიდებამ მისი აქტიურობა გაანეიტრალა და ბრაზილიელმა ქულა დაკარგა.

მესამე რაუნდში ლევანმა მეტოქეს შანსები აღარ მისცა, პარტერში დიდი უპირატესობა ჰქონდა და ბრძოლა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მსაჯებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს - 29:27, 29:27, 29:27 ჩოხელის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ჩოხელს ბელატორთან კონტრაქტი ამოეწურა, მან ოთხივე ბრძოლა გამართა, თუმცა უდიდესი ალბათობით ქართველს ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: მე და მესი ფინალში? ეს თუ მოხდა კარიერას მაშინვე დავასრულებ
რონალდუ: მე და მესი ფინალში? ეს თუ მოხდა კარიერას მაშინვე დავასრულებ