გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

`უბედნიერესი ადამიანი ვიყავი` - გოჩოლეიშვილი სადებიუტო მატჩზე

ქვეყნის პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელმაც მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა, რომელიც „საბურთალოს“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

„ყველა დადებითად და თბილად შემხვდა, რამაც გამიადვილა ადაპტაცია. რამდენიმეს ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობდი, გამოცდილი და სტაჟიანი ფეხბურთელების უმეტესობა კი ახლა გავიცანი. მეგობრული და კარგი გარემო დამხვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა.პირველ რიგში მომილოცა ნაკრებში გამოძახება და წარმატებები მისურვა. ამის შემდეგ, როდესაც თეორიაზე ვიყავით, მითხრა, რომ თუ მომეცემოდა თამაშის საშუალება, მაქსიმალურად თავისუფლად ვყოფილიყავი. მისმა ამ სიტყვებმა მეტი შემართება მომცა. ძირითადში თამაშს არ ველოდი. უბრალოდ, თამაშის წინა დღეს ვარჯიშზე მკითხა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. მეორე დღეს კი, როდესაც გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი მატჩს, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. თამაში მოულოდნელი იყო, ერთგვარი სიურპრიზი იყო. მატჩისწინა თავისებური მღელვარება იყო, მაგრამ შემდეგ გამიარა ამ მცირე ნერვიულობამ და განვაგრძე თამაში ჩემი ქვეყნისთვის.ჩემს კარიერაში ეს დიდი გამოწვევა იყო. ამ ერთმა მატჩმაც დიდი გამოცდილება შემმატა. რა თქმა უნდა, სხვა დონეზე თამაში იყო გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელებთან. ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ ნაკრების წევრები გვერდში მედგნენ. ამან კიდევ უფრო გამიმარტივა თამაში. გუნდი აშკარად ერთ მუშტად არის შეკრული და დიდი ოჯახია“ - განაცხადა გიორგიმ

საქართველოს ნაკრებმა გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 წააგო და 11 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. გურამ კაშიამ კი ეროვნულ ნაკრებში 101-ე შეხვედრა გამართა და რეკორდსმენი გახდა. შეგახსენებთ ,რომ მთავარ გუნდში 100 მატჩი ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას ჰქონდათ ჩატარებული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიროტას ქუჩა - ცაში გაშვებული კვარას მაისური და ხვიჩას სტენსილი წალენჯიხის სტადიონზე
მიროტას ქუჩა - ცაში გაშვებული კვარას მაისური და ხვიჩას სტენსილი წალენჯიხის სტადიონზე