უშუ
Aa
Aa

ისტორიული შედეგი - 3 ოქროს მედალი უშუს ევროპის ჩემპიონატიდან

საქართველოს უშუისტთა ნაკრებმა საბერძნეთის ქალაქ ლუთრაკიონში ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

ჩვენმა სპორტსმენებმა დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ისტორიული შედეგის ავტორები და ევროპის ჩემპიონები ვალერი პეხტერევი, საბა ბუთხუზი და სანდრო კუჭავა გახდნენ.

სანდრო კუჭავამ 65 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ ბრძოლაში მასპინძელი ბერძენი მებრძოლი მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა, ასევე ქულებით იმარჯვა ფინალურ შეხვედრაში საბა ბუთხუზმა (54 კგ.) ,რომელმაც აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა. ხოლო ვალერი პეხტერევმა (60 კგ.) ფრანგ მოწინააღმდეგეს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.

აღსანიშნავია,რომ უშუში საქართველოს ევროპის ჩემპიონი არასდროს არ ჰყოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიროტას ქუჩა - ცაში გაშვებული კვარას მაისური და ხვიჩას სტენსილი წალენჯიხის სტადიონზე
მიროტას ქუჩა - ცაში გაშვებული კვარას მაისური და ხვიჩას სტენსილი წალენჯიხის სტადიონზე