კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა
Aa
Aa

პოგბა რონალდუზე: „საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროსაა, უდიდესი მოტივაცია აქვს“

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა პორტუგალიელი შეაქო და განაცხადა, რომ რონალდუ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანია, რომელიც საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროსაა.

„ვიცნობ ფეხბურთელებს, რომლებიც ნამდვილი პროფესიონალებივით იქცევიან. ისინი ადრე მოდიან, ყველაფერს აკეთებენ და ა.შ, მაგრამ არიან ისეთები, ვინც ამას ყოველ დღე აკეთებენ და არასდროს ჩერდებიან. რონალდუ სწორედ ასეთია. ეს მის ხასიათშია და ის გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანია.

მას ყოველთვის უფრო მეტი სურს, კმაყოფილი არასდროსაა და მისი დევიზი ასეთია: „მეტი შემიძლია, მეტს გავაკეთებ“. მას გიჟური მოტივაცია აქვს. მისთვის ყოველი დღე ახალი რეკორდი და ახალი გამოწვევაა. მის გვერდით ყოფნისას ზუსტად ეს შევამჩნიე და კრიშტიანუ ყოველთვის ამბობს, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია უნდა იყოს“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს რთული პერიოდი უდგას. გუშინ, მან პირს მორგანს სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომლის გამოც, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მასთან კონტრაქტის გაწყვეტასა და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-მ გადაწყვეტილება შეცვალა: მუნდიალის სტადიონებზე ლუდი აღარ გაიყიდება
FIFA-მ გადაწყვეტილება შეცვალა: მუნდიალის სტადიონებზე ლუდი აღარ გაიყიდება