სადიო მანე
Aa
Aa

მანეს ტრავმა უფრო მძიმე გამოდგა - 3-4 თვეს გამოტოვებს

სადიო მანემ ტრავმის გამო შესაძლოა რამდენიმე თვე გამოტოვოს. საუბარია 4-თვიან უქმობაზე.

სენეგალელ შემტევს საბოლოო გამოკვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებდა. ამჯერად კი სადიოსთვის პროგნოზი კიდევ უფრო დამძიმდა.

დაზიანების შემდეგ, მანეს ოპერაცია ჩაუტარდა. Sport1.de-ს ცნობით, სენეგალელს 3-დან 4 თვემდე გაუცდება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“ პსჟ-ს მერვედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

პსჟ-სთან პირველი შეხვედრა პარიზში 15 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი კი 9 მარტს მიუნხენში.

წყაროს ცნობით, მანეს სურს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ პსჟ-სთან მატჩისთვის მზად იყოს.

აღნიშნულია, რომ იულიან ნაგელსმანს და კლუბის ხელმძღვანელობას სადიოს ტრავმისგან სრულად აღდგენა სურთ. კლუბი არ აპირებს მისი გამოჯანმრთელების დაჩქარებას და გარისკვას, მხოლოდ იმიტომ, რომ პსჟ-სთან მატჩისთვის იგი მზად იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-მ გადაწყვეტილება შეცვალა: მუნდიალის სტადიონებზე ლუდი აღარ გაიყიდება
FIFA-მ გადაწყვეტილება შეცვალა: მუნდიალის სტადიონებზე ლუდი აღარ გაიყიდება