ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი: უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად ფეხბურთელები მზად არ იყვნენ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი საუდის არაბეთში მაროკოს წინააღმდეგ გამართა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ, „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა:

„დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო თასზე გაემგზავრა.

ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ითამაშეს ახალწვეულებმა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე უკეთესი, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. მარტის თამაშებისთვის, ფეხბურთელები უფრო მეტად მოემზადებიან. არ არის იოლი, როდესაც საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული კლიმატური პირობებია მოსამზადებლად. ამიტომ, არ მინდა დღეს ზედმეტად ნეგატიური ვიყო.

რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო და რაღაცები შესაცვლელი. წარმატებული წლის შემდეგ, როდესაც ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და გუნდიც ბოლომდე იხარჯებოდა, დღევანდელი მარცხი განსაკუთრებით საწყენია. დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს".

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტამდე ნაკრებს მეტი მატჩის გამართვა აღარ უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“