წლის ბოლო მატჩი - საქართველო მაროკოსთან 0:3 დამარცხდა
Aa
Aa

წლის ბოლო მატჩი - საქართველო მაროკოსთან 0:3 დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2022 წლის ბოლო მატჩი საუდის არაბეთში მაროკოს წინააღმდეგ გამართა და 0:3 დამარცხდა.

ვილი სანიოლის გუნდმა კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, ზივზივაძისა და მიქაუტაძის გარეშე ითამაშა, რაც ნაკრების შემტევ პოტენციალზე აისახა კიდეც.

პირველი ტაიმი „ჯვაროსნებმა“ 0:2 წააგეს. პირველი გოლი მე-5 წუთზე ჰაკიმ ზიეჩის ჩაწოდების შემდეგ გავიდა. მამარდაშვილმა თავური დარტყმის შემდეგ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია, თუმცა ენ ნესირის დამატებულს ვერაფერი მოუხერხა.

მეორე გოლის ავტორი თავად ზიეჩი გახდა. 29-ე წუთზე მოედნის ცენტრში კაშიამ არაზუსტი პასი გააკეთა, მის შეცდომას ზიეჩის უმაღლეს დონეზე შესრულებული დარტყმა და გოლი მოჰყვა. მამარდაშვილი კარიდან ოდნავ გამოსული იყო, თუმცა ასეთ მომენტებში მეკარე როგორც წესი კარის ხაზზე არ დგას ხოლმე.

მეორე ტაიმში ბურთს მეტად საქართველოს ნაკრები ფლობდა და პრესინგზეც კარგად გამოიყურებოდა, ნახევრადმომენტებიც შეიქმნა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიმწვავე და სიზუსტე გვაკლდა.

საბოლოოდ, 72-ე წუთზე მაროკოელებმა კონტრშეტევისას პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად ბუფალმა აქცია.

აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიამ ეროვნული ნაკრების მაისურით 101-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა.

ვილი სანილის გუნდმა კი 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“