ქართული ჭიდაობა
Aa
Aa

ისტორიული ტურნირი - 2023 წელს ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

2023 წელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ინფორმაცია ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის Facebook-გვერდზე ვრცელდება.

რა წერია განცხადებაში:

გვსურს გაცნობოთ რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 ჩატარდება.

ფოტოებზე წარმოდგენილია ადგილები სადაც დაგეგმილია ისტორიული ტურნირის ჩატარება, სწორედ აქ გამოვლინდება უძლიერესი ფალავანი და გაიმართება წლის საუკეთესო სპორტული მოვლენა.

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ფალავნებს, ვადიდოთ უფალი და ვცეთ პატივი ჩვენს კულტურას და ჩვენს წინაპრებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2023 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან აქამდე ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს გამართულა. ტურნირის ზუსტი თარიღი ოდნავ მოგვიანებით გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ოქროს დროში - მაისურაძის ბრინჯაო ბაქოში
გამარჯვება ოქროს დროში - მაისურაძის ბრინჯაო ბაქოში