Aa
Aa

"ბაიერნი" ვიდალის გაყიდვას გამორიცხავს

მიუნხენის „ბაიერნი“ არტურო ვიდალის „ინტერში“ გაყიდვას გამორიცხავს.

იტალიური Mediaset Premium-ის თქმით, ლეონ გორეცკას შეძენის მიუხედავად, რომლის ტრანსფერიც წესით სულ მალე გაოფიციალურდება, „რეკორდმაისტერის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი ვიდალის წასვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

30 წლის ჩილელ საყრდენს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ეპატიჟება.

ვიდალი „ბაიერნში“ 2015 წელს გადავიდა. გერმანელებმა მის სანაცვლოდ „იუვენტუსს“ 37 მილიონი ევრო გადაუხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები