ვილი სანიოლი, საბა საზონოვი
Aa
Aa

საბა საზონოვი : “ბედნიერი ვარ და იმედებს გავამართლებ“

წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების რიგებში ვილი სანიოლმა დებიუტანტს მოსკოვის „დინამოს“ მცველს საბა საზონოვს უხმო.

შეგახსენებთ,რომ 20 წლის მცველმა საქართველოს მოქალაქეობა ცოტახნის წინ მიიღო და 21 წლამდელთა რიგებში ამხანაგური მატჩები გამართა.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით საბამ რუსულ მედიასთან კომენატრი გააკეთა.

„ძალიან გახარებული ვარ. სასიხარულო ინფორმაცია იყო.20 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ძალიან დიდი სტიმულია. ვეცდები გავაგრძელო ზრდა და პროგრესირება. ძალიან ბედნიერი ვარ და აუცილებლად იმედებს გავამართლებ.მომილოცა კარპინმა თუ არა ? მასთან არასდროს მისაუბრია.“- განაცხადა საბამ

მიმდინარე სეზონში საზონოვმა „დინამოს“ რიგებში 17 შეხვედრა გამართა. 14 მატჩი პრემიერლიგაში გამართა, ხოლო 3 რუსეთის თასზე და საერთო ჯამში მოედანზე 1485 წუთი დაყო. საბა საზონოვმა რუსეთის ჩემპიონატის გასული წელს „დინამოსთან“ ერთად ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აღსანიშნავია,რომ ეროვნული ნაკრების მცველი „ზენიტის“ აღზრდილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში - სანიოლის, კაშიას და გოჩოლეიშვილის კომენტარები
ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში - სანიოლის, კაშიას და გოჩოლეიშვილის კომენტარები