გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ტრავმის გამო - ჩაკვეტაძე მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს მაროკოს წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მიმდინარე სეზონში ბოლო შეხვედრა იქნება.

რა თქმა უნდა, მატჩიდან რამდენიმე დღით ადრე, „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძეც იყო ნახსენები.

სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ქართველმა შემტევმა ტრავმა მიიღო, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა იმ იმედით, რომ დაზიანება მალე მოუშუშდებოდა განაცხადში დატოვა.

დღეს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ვკითხულობთ, რომ ჩაკვეტაძე ტრავმის გამო მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, როგორც ნაკრებისთვის, ისე ფეხბურთელისთვის სამწუხაროა, რადგან გიორგი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იყო და „სლოვანში“ ბრწყინავდა.

ცნობისთვის, ასევე ტრავმის გამო წლის ბოლო ამხანაგურ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს, რომელმაც დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ მიიღო. მაროკოსა და საქართველოს დაპირისპირება 17 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი კვარა და სხვები - ხვიჩა ოქროს ბურთის რეიტინგში ბენზემაზე და კეინზე წინ
მესი კვარა და სხვები - ხვიჩა ოქროს ბურთის რეიტინგში ბენზემაზე და კეინზე წინ