რეალი, იუვენტუსი
Aa
Aa

Calciomercato: იანვარში რეალი რაბიოს შეძენას შეეცდება

რამდენიმე კვირის წინ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „სამეფო კლუბი“ იანვარში ტრანსფერს არ განახორციელებდა. დღეს კი გამოცემა Calciomercato საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „ბლანკოსი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის ედრიენ რაბიოს შეძენას შეეცდება. ფრანგ ნახევარმცველს „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება და „რეალს“ მისი იაფად შეძენა შეეძლება.

Calciomercato წერს, რომ რაბიოს სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევრომდე მერყეობს და მეტი რეალობისთვის იმასაც ახსენებს, რომ ფეხბურთელსა და კარლო ანჩელოტის შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა სუფევს. შეგახსენებთ, რომ რაბიო და იტალიელი სპეციალისტი ერთად „პარი სენ ჟერმენში“ მუშაობდნენ.

რაც შეეხება ედრიენის ამჟამინდელ მდგომარეობას, ის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კატარში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „მამლებს“ ტრავმის გამო პოგბა და კანტე ვერ ეხმარებიან, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაბიო ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება და მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ესპანეთი, გერმანია..“ - ნეიმარმა მუნდიალის 5 ფავორიტი დაასახელა
“ესპანეთი, გერმანია..“ - ნეიმარმა მუნდიალის 5 ფავორიტი დაასახელა