ნეიმარი
Aa
Aa

“ესპანეთი, გერმანია..“ - ნეიმარმა მუნდიალის 5 ფავორიტი დაასახელა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრებია. „სელესაოს“ შესანიშნავი შანსი აქვს, რომ მუნდიალი ისტორიაში მეექვსედ მოიგოს. ამასთან დაკავშირებით, ნეიმარმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ნეიმარმა?

„მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. 2014 წელს ამას დიდი მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ ჩემს სამშობლოში ჩატარდა, ხოლო 2018-ში ეს ჩემი მეორე მუნდიალი იყო. ვფიქრობ, რომ კატარშიც განსაკუთრებულ მსოფლიო ჩემპიონატს ვიხილავთ. ასეთი დიდი ტურნირი ყოველთვის მოულოდნელობებით არის სავსე.

თავისუფლად შეიძლება ნახევარფინალში ისეთი გუნდი გავიდეს, რომელსაც არავინ ელოდება. მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ გამარჯვების მთავარი ფავორიტები ესპანეთი, არგენტინა, გერმანია და საფრანგეთი არიან. ამ ოთხეულს ბრაზილიასთან ერთად თავისუფლად შეუძლიათ ფინალში გასვლა.“

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ჯგუფში სერბეთთან, შვეიცარიასთან და კამერუნთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს „სელესაო“ 24 ნოემბერს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ არ მგონია კიდევ დიდხანს ვითამაშო
მესი: ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ არ მგონია კიდევ დიდხანს ვითამაშო