მესი: ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ არ მგონია კიდევ დიდხანს ვითამაშო
Aa
Aa

მესი: ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ არ მგონია კიდევ დიდხანს ვითამაშო

ლეო მესიმ თავის კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მალე დასრულდება. მიუხედავად იმისა, მას ფეხბურთი ძალიან უყვარს და თამაში სიამოვნებს, „ლა პულგას“ აზრით, ფეხბურთს ის დიდხანს ვეღარ ითამაშებს.

„მე მიყვარს ფეხბურთი, მომწონს მისი თამაში, მსიამოვნებს. მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვთამაშობდი.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩემი საქმიანობა კვლავ ფეხბურთს დაუკავშირდება, თუმცა ჯერ არ ვიცი, რა იქნება. არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთს კიდევ დიდხანს ვითამაშებ.

არგენტინაში დაბრუნება (ნიუელს ოლდ ბოისი)? არ ვიცი, ამდენი რამ მოხდა... ბავშვობიდან არგენტინის ჩემპიონატში თამაშზე ვოცნებობდი.

მაგრამ ახლა ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული - მყავს ოჯახი, სამი შვილი, უბრალოდ ცხოვრებაში ძალიან ძლიერი ცვლილება განვიცადე, რაც მე და ჩემს ოჯახს ბევრ სირთულედ დაგვიჯდა. ახლა ყველაფერი დავძლიე. თავს შესანიშნავად ვგრძნობთ.

ახლა ვტკბები ქალაქით, რომელიც ლამაზად მეჩვენება. პსჟ-ში პირველი სეზონი ჩემთვის დიდი ცვლილება იყო, ადაპტაციას დიდი დრო დასჭირდა. ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო“,

- ციტირებს ლეოს სიტყვებს Mundo Deportivo.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვარსკვლავები, რომლებიც მუნდიალს გამოტოვებენ - Gazzetta-ს რჩეულებში კვარაცაა
ვარსკვლავები, რომლებიც მუნდიალს გამოტოვებენ - Gazzetta-ს რჩეულებში კვარაცაა