რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ოფიციალურად - ლევანდოვსკი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რობერტ ლევანდოვსკი „ოსასუნასთან“ მიღებული ორი ყვითელი ბარათის შემდეგ, მოედნიდან გასვლისას გაკეთებული ჟესტის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ინფორმაცია დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი. პოლონელი „ესპანიოლთან“, „ატლეტიკოსთან“ და „ხეტაფესთან“ მატჩებს გამოტოვებს.

პოლონელის ეს ჟესტი ქედმაღლურად და არბიტრის მიმართ უპატივცემულო ქმედებად იქნა აღქმული.

ზემოხსენებული 3 შეხვედრიდან ყველაზე რთული „ბარსელონას“ „ატლეტიკოსთან“ მატჩი ექნება, რომელსაც ჩავის გუნდი სტუმრად გამართავს.

ასევე აღინიშნა, რომ „ბარსა“ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კლუბში ამ ქმედებას უსამართლოდ მიიჩნევენ. თავად ლევანდოვსკიმაც აღნიშნა, რომ ის ამ ჟესტს ჩავის მისამართით აკეთებდა და საერთოდ არ ყოფილა შეურაცხმყოფელი, არავის მიმართ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა, მესი, ნეიმარი - Goal-მა ამ სეზონის სიმბოლური შეადგინა
ხვიჩა, მესი, ნეიმარი - Goal-მა ამ სეზონის სიმბოლური შეადგინა